26 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა, ასე რომ Goodbye my darling" - ირაკლი ზარქუა კელი დეგნანის განცხადებაზე

კელი დეგნანის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. საუბარია საქართველოში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ელჩი დეგნანის მოსაზრებებზე, რომლის შესახებაც მან რადიო "თავისუფლებასთან" ისაუბრა.

"გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი - დათვლილი" - მიმართავს დეგნანი საქართველოს მოქალაქეებს. ასევე იგი საუბრობს არჩევნების ელოქტრინულ სისტემაზე და გარკვეულწილად ეჭვს გამოთვამს "ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება" და რომ "მისით მანიპულაციაც შესაძლებელია".

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, ელჩი კელი დეგნანი თავისი განცხადებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალ ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც მათივე რეკომენდაციით დაინერგა. 

"ე.ი. რა გამოდის, მთავარი პარტნიორი, რომელიც დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერი უნდა იყოს, სიმშვიდის, ქალბატონი დეგნანი, რომელიც არის წარმომადგენელი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალ ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც მათი რეკომენდაციით დავნერგეთ და უფრო მეტიც, პრაქტიკაში გამოვიყენეთ. თქვენ იცით, შუალედური არჩევნები გვქონდა, მათ შორის კრწანისში, თერჯოლაში და ა.შ. ვაპირებთ ასევე გორში გამოვიყენოთ, ოქტომბრის თვეში არის შუალედური არჩევნები. სადაც ელექტრონული არჩევნები ჩატარდა, არც ერთი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა. ასე რომ - Goodbye my darling!"- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.  

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ კელი დეგნანის განცხადება პოლიტიკითაა გაჟღენთილი.

"ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება თავიდან ბოლომდე პოლიტიკითაა გაჟღენთილი. 2020 წელს ვუყურეთ, როგორ ხდებოდა ცალყბად არჩევნების აღიარება და მეორე მხრივ, კრიზისის ხელის შეწყობა, მაგრამ ვერც ერთი დოკუმენტი, ჩვენება ვერ იქნა მოტანილი, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა, როცა მართლაც რევოლუციური საარჩევნო კოდექსი მივიღეთ, რაზეც ყველა მიუთითებდა. ხომ გვახსოვს - ყველა მიუთითებდა, რომ თუ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემა იქნებოდა, მაშინ არჩევნების გაყალბების და შედეგის მყისიერი გამოცხადების პრობლემა არ იქნებოდა. ეს სისტემა მიღებულია, მაგრამ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. გააკეთა განცხადება ელჩმა, მერე ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაყოლა ამას განცხადება და ახლა სხვები მოაყოლებენ და დაიწყება ხალხში იმ აზრის მუსირება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებული არჩევნებიც კი გაყალბებულია,” - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები