26 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
"როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ მანიპულატორი ხარ, ეს არის განაჩენი" - ლევან ხაბეიშვილი

კელი დეგნანის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. საუბარია საქართველოში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ელჩი დეგნანის მოსაზრებებზე, რომლის შესახებაც მან რადიო "თავისუფლებასთან" ისაუბრა.

"გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი - დათვლილი" - მიმართავს დეგნანი საქართველოს მოქალაქეებს. ასევე იგი საუბრობს არჩევნების ელოქტრინულ სისტემაზე და გარკვეულწილად ეჭვს გამოთვამს "ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება" და რომ "მისით მანიპულაციაც შესაძლებელია".

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მთავრი პარტნიორის მხრიდან, რომელიც დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერი უნდა იყოს კითხვებს აჩენს მსგავსი განცხადება და ეჭქვეშ აყენებს მომავალ ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც მათივე რეკომენდაციით დაინერგა.

განსხვავებულია "ნაციონალური მოძრაობის" შეფასება. პარტიაში მიაჩნიათ, რომ განცხადება მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს პარტნიორისგან სრული მხარდაჭერა ექნება.

"როცა პუტინი გაქებს, მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი გაქებს, ეს პრობლემაა საქართველოს ხელისუფლებისთვის. პარალელურად, როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ მანიპულატორი ხარ, გამყალბებელი ხარ, რომ საშიში და სახიფათოა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები, ეს არის განაჩენი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ღია განცხადებები მიანიშნებს ერთ რამეზე, სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს მოქალაქეს, სრული მხარდაჭერა ექნება ქართველ ხალხს და შესაბამისად, ეს საქმე ბოლომდე მისაყვანი იქნება ქართველი ხალხის," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. 

 

დღის ამბები