ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გაამკაცრეს. გადაწყვეტილება ირანის რესპუბლიკის პარლამენტის კომისიამ მიიღო. კანონპროექტი 70 მუხლისგან შედგება, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, უფრო მკაცრ ფინანსურ სასჯელთან ერთად, პატიმრობის უფრო ხანგრძლივ ვადასაც ითვალისწინებს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქალს ათი დღიდან ორ თვემდე პატიმრობა, ან ერთიდან ათ ევრომდე ჯარიმის გადახდა ემუქრება. ახალი კანონპროექტით კი, პატიმრობის ვადა ხუთიდან ათ წლამდე ჯარიმა კი 7 800 ევრო იქნება.