26 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
სარჯველაძის განცხადებით, შესაძლოა, სააკაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალოს და თქვას, რომ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სოფო ჯაფარიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც სააკაშვილის სახელით რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.

სარჯველაძის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებების ყურადღების მიქცევას ემსახურება და რეალურად არაფრის მომცემია.

მისივე თქმით, შესაძლოა ჯაფარიძის განცხადება სააკაშვილისთვის იყოს ახალი ასპარეზი, რომელიც შეცვლის გადაწყვეტილებას და იტყვის, რომ პოლიტიკაში ბრუნდება.

"ასეთი ტიპის განცხადებები უფრო მეტად ყურადღების მიქცევის მიზანს ისახავს, ვიდრე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გაცნობას საზოგადოებისთვის. არ მგონია, რომ სხვ მოტივაცია ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებიც არიან "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით. დაჯგუფება, რომელიც დაკავშირებულია სააკაშვილის სახელთან მათი აქტივობები, მათი გეგმები ამას უკავშირდება, აქამდეც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. არაფერი სიახლე ამ თვალსაზრისით არ იქნება.

შეიძლება თვითონ სააკაშვილისთვის იყოს ახალი ასპარეზი, რომლის მეშვეობითაც კვლავ შეცვლის გადაწყვეტილებას და იტყვის, რომ ამიერიდან აპირებს პოლიტიკაში ჩართვას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები