ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ხანძარს ებრძვიან. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ხანძარი კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მძვინვარებს. ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს, ამიტომ, გაუარესებული პირობების გამო, ევაკუაციის პროცესი ისევ გრძელდება.
ხანძარმა 11 დასახლება დააზარალა. ამ დროისთვის, დამწვარია ხუთი ათასი ჰექტარი. ხანძარი კუნძულ ტენერიფეზე, ვულკან ტეიდეს გარშემო მდებარე ეროვნულ პარკში გაჩნდა. როგორც საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, მთავრობის უპირველესი ამოცანა, მოქალაქეების სიცოცხლის დაცვაა.