51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია. ოჯახის ინფორმაციით, ჯანაშია მეხის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. ის ოჯახთან ერთად დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში ისვენებდა. ოჯახს უსამძიმრებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
"ქალბატონი ნანას ინიციატივით და ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი გარემოსდაცვითი პროექტები ხორციელდებოდა კავკასიის რეგიონში და, მათ შორის, საქართველოში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ნანა ჯანაშიას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“,-აღნიშნულია სამძიმრის წერილში.