26 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
ჩერნიჰივში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა - დაღუპულია 7 და დაშავებულია 144 ადამიანი

ჩერნიგოვში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია შვიდი და დაშავებულია 144 ადამიანი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 15 ბავშვი და პოლიციის 15 თანამშრომელია.

რუსეთის ძალებმა, ჩერნიჰივის ცენტრზე იერიში ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს. დარტყმა დრამატულ თეატრზე განხორციელდა, სადაც დრონების მწარმოებელთა შეკრება იმართებოდა.

თუმცა, ჩერნიჰივი გამონაკლისი არ არის, ოკუპანტების სამიზნე ისევ დასახლებული ადგილებია, რუსულ თავდასხმებს კი მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

"სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაგმეს რუსეთის მორიგი უკიდურესად მძიმე თავდასხმა უკრაინაზე, ჩვენს ჩერნიჰივზე. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც უკრაინას სამძიმარი გამოუცხადა. სამწუხაროდ, ჩერნიჰივში რუსულ რაკეტას 7 ადამიანი შეეწირა. მათ შორის იყო სოფია, 6 წლის. ვუსამძიმრებ ახლობლებს. არის 144 დაჭრილი და დაშავებული, მათ შორის 15 ბავშვი. რაკეტა ქალაქის ცენტრს მოხვდა - უფლის ფერიცვალების დღესასწაულზე. სამაშველო ოპერაციაში 140 ადამიანი მონაწილეობდა. ექიმები, სამხედროები, ადგილობრივი ხელისუფლება იყო ჩართული. მადლობა ყველას, ვინც ბავშვების, თუ უფროსების სიცოცხლე გადაარჩინა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები