"ბორჯღალოსნებმა" ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ანგარიშით 22:7 დაამარცხეს. ტესტ-მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ანგარიში მე-11 წუთზე ტაბუცაძის ლელოთი გაიხსნა, რასაც 28-ე წუთზე მამუკაშვილის ლელო და მატკავას გარდასახვა მოჰყვა და ანგარიში 12:0 გახდა. ამის შემდეგ, ამერიკელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმი 12:7 დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნებმა" უპირატესობა მოიპოვეს. 46-ე წუთზე ნინიაშვილის ლელოს, მატკავას ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა. მოგვიანებით კი, ნინიაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა. მსოფლიო თასამდე "ბორჯღალოსნებს" კიდევ ერთ შეხვედრა ექნებათ.
ქართველი მორაგბეები 26 აგვისტოს ედინბურგში შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.