დუშეთისა და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, ერთ კილომეტრამდე სიგრძის ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 350 000 ლარს აღემატება.
სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო.