დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 104 წლისაა. აკადემიის დღესთან დაკავშირებით სამწყობრო მოედანზე, ბაკალავრიატის მეცხრე და საკანდიდატო კურსის მეთვრამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.
იუნკრებს და კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ახალგაზრდა ოფიცრების როლზე ისაუბრა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.
წელს ბაკალავრიატი 67-მა იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი, 54-მა მსმენელმა დაასრულა.