გვიან ღამით, თბილისიდან ფოთში მიმავალი მატარებელი დაზიანდა. მგზავრების განცხადებით, მატარებელი სადგურიდან გასვლის შემდეგ რამდენიმე წუთში გაჩერდა და ისევ სადგურში დაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, მგზავრები ალტერნატიული ტრანსპორტით გაიყვანეს.
საქართველოს რკინიგზის განცხადებაში ნათქვამია, რომ მატარებელს ტექნიკური პრობლემა დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო შეექმნა, მგზავრებს კი ბილეთების საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.