კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში ტყის ხანძრების გამო, ხელისუფლებამ დაახლოებით 15 000 ოჯახისთვის ევაკუაციის განკარგულება გასცა. BBC-ს ცნობით პროვინციაში, სადაც ხანძრის ასობით კერას ებრძვიან, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ტყის ხანძრის შედეგად, შესაძლოა, საავტომობილო გზები და აეროპორტი დაზიანდეს. პროვინციის პრემიერის თქმით კი სიტუაცია სწრაფად იცვლება და ხელისუფლება მომდევნო დღეებში მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებისთვის მზადაა.