თელ-ავივში ათობით ათასი ადამიანი მთავრობის სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად ისევ ქუჩაში გამოვიდა. დემონსტრაციები ისრაელის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
რეფორმის მოწინააღმდეგეები მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს 7 თვეზე მეტია მართავენ.
საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს, რაც აქციის მონაწილეთა თქმით, დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
ისრაელის მთავრობა კი ამტკიცებს, რომ რეფორმა ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის აღდგენას ემსახურება.