26 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანი უნგრეთში ჩავა და პრემიერ-მინისტრ ორბანს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრებენ. რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უნგრეთში ჩავა. ვიზიტი ქვეყნის ეროვნულ დღეს არის დაგეგმილი და თურქეთის ლიდერი სახელმწიფო ცერემონიალს დაესწრება.

თურქული პრესის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა, შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც განიხილავენ. ასევე, საუბარი შეეხება ნატო-ს გაფართოებას და ევროკავშირთან ურთიერთობებს.

ამ ვიზიტის შემდეგ, აგვისტოს ბოლოს, ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უმასპინძლებს.

დღის ამბები