26 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
დონალდ ტრამპი მომავალ კვირას საპატიმროში ნებაყოფლობით გამოცხადდება - ინფორმაციას CNN ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, მომავალ კვირას საპატიმროში ნებაყოფლობით გამოცხადდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ტრამპს და მის 18 მოკავშირეს სისხლის სამართლის ბრალი ჯორჯიაში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობაში წაუყენეს.

პროკურატურის დადგენილებით, ბრალდებულებს ნებაყოფლობით საპატიმროში გამოცხადება 25 აგვისტომდე შეუძლიათ. "ეიბისი ნიუსის" ცნობით კი ტრამპის ადვოკატები მოლაპარაკებას გირაოს შეტანის შესახებ საოლქო პროკურატურასთან გამართავენ.

თუმცა, თუ სასამართლო გირაოზე შეთანხმებას არ მიიღებს, ტრამპი ციხეში დარჩება. ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული, სადაც მას 91 ბრალდება აქვს წაყენებული.

 
დღის ამბები