დაკავებული უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე და ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ბრაზილიის, უკრაინისა და აშშ-ის მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ერთ-ერთი ბრალდებული პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანა. ამოღებულია 125 შეკვრად დაფასოებული - კილონახევრამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი"-ს შემცველი ნივთიერება.
გამოძიება გრძელდება, დაკავებულებს კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"კურიერმა" სამივე დაკავებულის ვინაობა გაარკვია, ერთ-ერთი მათგანი ბრაზილიის მოქალაქე ანტონიო მორაისია, მას აეროპორტში 1,5 კგ ნარკოტიკი აღმოაჩნდა.
დაკავებულებს შორის არის სვეტლანა ტუტისანი, რომელსაც 50 გრ მეტადონი ჰქონდა დაკავების დროს.
მესამე დაკავებული კი არის აშში-ს მოქალაქე მანუალ ლიტუმა, რომელსაც დაკავების მომენტში 1 შეკვრა კოკაინი ჰქონდა, ის ერთადერთია, რომელიც ბრალს აღიარებს. მან განაცხადა, რომ კოკაინი პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა.
მანუალ ლიტუმას ადვოკატის განცხადებით, კოკაინის რაოდენობა გრამზე ნაკლები იყო და პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა.
"კოკაინი ჰქონდა გრამზე ნაკლები, აქ შეიძინა კომპიუტერით, დისკოტეკაზე მიდიოდა, პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა," - აცხადებს სოსო ხარატიშვილი.