სარაევოს კინოფესტივალზე, საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ გახდა.
საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო კი ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს, ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა.
ფილმი, რომელიც თამთა მელაშვილის რომანის ეკრანიზაციაა, პირველად 2023 წლის მაისში, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში აჩვენეს. ფილმი, რომელიც ქალების თავისუფლებისთვის ბრძოლას ეძღვნება, შვეიცარიული კინოფონდის მხარდაჭერით არის გადაღებული.