26 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.

მისივე თქმით, ვიზიტის დროს ის შვედეთის პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება.

"ფართო შეხვედრები გველის. პირადად ვუხდი შვედეთს მადლობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის ", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები