რიკოთის უღელტეხილზე ჩინური კომპანია "სინო ჰიდროს" საამქროში ერთი მუშა გარდაიცვალა და ერთი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, საამქროში ხიდის ბეტონის კონსტრუქციის ყალიბი წაიქცა. ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად ერთი დაშავებული კი ხაშურის გორმედის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა კი საქართველოს მოქალაქე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.