26 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, 125 შეკვრად დაფასოებული - 1 კილო და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“-ს შემცველი ნივთიერება ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები