რუსეთმა ბრიტანეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. მოსკოვმა "შავ სიაში" ბრიტანული მედიასაშუალებების 14 ჟურნალისტი შეიყვანა.
მათ შორის "ბიბისის", "ტელეგრაფისა" და "გარდიანის“, ასევე დიდი ბრიტანეთის კულტურის მდივანი, თავდაცვის მდივნის მოადგილე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი.
რუსეთის ხელისუფლებამ სანქციები, ბრიტანეთის 54 მოქალაქეს დაუწესა.