16 დღე შოვის ტრაგედიიდან - მაშველები ამ დრომდე ეძებენ 6 დაკარგულ მოქალაქეს, საძიებო არეალი კი სტიქიის ეპიცენტრიდან ამბროლაურამდე მანძილს მოიცავს.
საგანგებო სიტუაციების სამსახური და ჯარისკაცები ახლა დაკარგულ ადამიანებს მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში ეძებენ. შოვში რჩება მძიმე ტექნიკაც, რომელიც ტერიტორიას დამეწყრილი ადგილიდან ასუფთავებს.
ნაპოვნი 27 ცხედრიდან ამ დრომდე მიმდინარეობს ორის იდენტიფიცირება.