26 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
თეატრალური და კინოსამყარო გოგი ხარაბაძეს ემშვიდობება - სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება

თეატრალური და კინოსამყარო გოგი ხარაბაძეს ემშვიდობება. მსახიობი, რეჟისორი და მწერალი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგი ხარაბაძეს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რუსთაველის თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს ნათამაშები.

პირველი კინოროლი და პირველი უარყოფითი გმირი ეკრანზე - გოგი ხარაბაძის კინოდებიუტი ოთარ იოსელიანთან 1966 წელს, ფილში "იორგობისთვე" შედგა. მას შემდეგ ისე აეწყო, რომ მსახიობი ხშიად, ფილმებში ბოროტმოქმედსა და თაღლითს განასახიერებდა. სხვადასხვა ინტერვიუს დროს თავადვე ხუმრობდა, რომ რეჟისორის ზარზე უკვე იცოდა, უარყოფითი პერსაონაჟის როლს შესთავაზებდნენ.

"მომხიბვლელი, მგარამ ეგოისტი ნოდარი" - ეს მსახიობის ერთერთი ადრეული კინოროლია, ფილმში "ჩემი მეგობარი ნოდარი". შემდეგ იყო კაზა ჩხეტია "დათა თუთაშხიაში" და არაერთი დასამახსოვლებელი კინოროლი. 

გოგი ხარაბაძე მონაწილეობდა ტელეფილმებშიც. ერთ–ერთი გამორჩეულია ლეო ქიაჩელის "გვადი ბიგვა", სადაც არჩილ ფორიას როლს ასრულებს. მრავალფეროვანი იყო მისი როლები თეატრშიც. რუსთაველის თეატრის მსახიობი თამაშობდა სპეკტაკლებში: "მზიანი ღამე", "ყვარყვარე თუთაბერი", "გუშინდელნი".

ბრწყინვალე მსახიობი, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ადამიანი და უბრალოდ კარგი მეგობარი - ასე იხსნებენ გოგი ხარებაძეს თეატრალურ საზოგადოებაში. წლების შემდეგ თეატრს ჩემოშორებული მსახიობი უძღვებოდა საავტორო გადაცემებს. ორატორული ნიჭით დაჯილდოვებული არტისტი კითხულობდა ლექსებს. მისი გადაცემების ციკლში გაერთიანდა პროზა, პოეზია და სასულიერო მწერლობა.

მსახიობმა ქართული ხელოვნებისა და კულტურის ეპოქა შექმნა. ყველაზე რთული მისთვის პირადი ტრაგედია, შვილის გარდაცვალება იყო, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ქართული კინოს ისტორიას გოგი ხარაბაძის მიერ განსახიერებული მრავალფეროვანი როლები სამუდამოდ დარჩება.

გოგი ხარაბაძეს კვირას დაკრძალავენ, სამოქალაქო პანაშვიდი კი ხვალ სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

დღის ამბები