რიკოთის უღელტეხილზე ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი საქართველოსი.
როგორც "რუსთავი 2-სთვის" გახდა ცნობილი, მუშებმა დაზიანებები საამქროში მუშაობის დროს, მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციების მზადების პროცესში მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. მათივე ცნობით, საქმე სსკ 240-ე მუხლით არის აღძრული.