ხობში სადისტრიბუციო მიკროავტობუსი ჯერ მანქანას შეეჯახა, შემდეგ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ზუგდიდი-სენაკის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანია დაშავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.