26 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი საუკეთესოდ დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

- საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს  შორის საქართველოს ბანკის მობილბანკი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, საუკეთესოდ დაასახელა.

გამარჯვებული ბანკები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე;
  • ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო სპექტრი;
  • ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის;
  • აპლიკაციების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.

„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის სწრაფ წინსვლასთან ერთად, საუკეთესო ციფრული შეთავაზებების სტანდარტები მუდმივად ვითარდება. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოებს იმსახურებენ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც გზას უხსნის დიჯიტალიზაციას“- განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ რჩეული ფინანსური ინსტიტუტები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ გამოვლინდნენ. 

საქართველოს ბანკი 2023 წლის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტად ქვეყნის მასშტაბით 12 ნომინაციაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი - 8 კატეგორიაში დასახელდა.

ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ბანკმა აღიარება მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:

  1. საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის
  2. საუკეთესო მობილბანკი
  3. საუკეთესო ბიზნესს მობილბანკი
  4. საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის
  5. საუკეთესო ბიზნესს ინოვაცია და ტრანსფორმაცია
  6. საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
  7. საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის
  8. საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით
  9. საუკეთესო ბანკი  UX დიზაინის მიმართულებით
  10. საუკეთესო ბანკი სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით
  11. საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსების სერვისებისთვის
  12. საუკეთესო ღია ბანკინგის API სერვისები საქართველოში

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი საქართველოს ბანკი 2023 წლის გამარჯვებული შემდეგ ქვე-კატეგორიებში გახდა:

  1. საუკეთესო მობილბანკი
  2. საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი
  3. საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის
  4. საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია
  5. საუკეთესო ბანკი სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით
  6. საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში
  7. საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით
  8. საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის

 

 

 

(R)

 

დღის ამბები