26 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
სარკინიგზო ლიანდაგზე კლდის ჩამოშლასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ქსნის ქუჩაზე, სარკინიგზო ლიანდაგზე კლდის ჩამოშლასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აქამდე ქვათაცვენა ამ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა.

"მოსახლეობის მხრიდან განცხადება ქვათაცვენის პრობლემის შესახებ აქამდე არც თბილისის მერიაში და არც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში არ შემოსულა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ტყუილია რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობის არაერთგზის მიმართვას მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი განაცხადი, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვათაცვენის პრობლემის შესახებ, თბილისის მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება. ასევე სიცრუეა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქვათაცვენა გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტი არ მდებარეობს, უახლოესი მშენებლობა რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაა. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტი გადაამოწმონ მერიის პრესსამსახურთან", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები