26 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ბენიამინ ნეთანიაჰუ ირაკლი ღარიბაშვილს - ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას, თქვენი ვიზიტის განმავლობაში

ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში, - ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, ისრაელში განაცხადა. 

მისივე თქმით, ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები აქვთ.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ გიმასპინძლოთ. ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენს ერებს შორის კავშირი 2500 წლის წინ იღებს დასაბამს ან, შესაძლოა, 2600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ისრაელში! შემდეგ ჯერზე თელავივსა და  იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ -   „შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!“- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

დღის ამბები