26 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ეს ტრაგედია უნდა იყოს მათი მაშველი რგოლი - ირაკლი ქადაგიშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ შოვის ტრაგედია, მათი მაშველი რგოლი უნდა იყოს.

მისი განმარტებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა არარეალისტურია, რადგან შესაბამისი უწყებები უკვე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს და გამოძიების შედეგების მიხედვით გადაწყდება, გადაკვალიფიცირდება თუ არა მუხლი.

"ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ეს ტრაგედია უნდა იყოს მათი მაშველი რგოლი. ვიცით რა მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სპეკულაციები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, თემის არგაციების ერთ-ერთი მიმართულებაა საგამოძიებო კომისიის შექმნა. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის რეალისტური მოთხოვნა, გამომდინარე იქიდან, რომ სამართალდამცავი უწყებები ატარებენ შესაბამის გამოძიებას და უნდა დაველოდოთ ამ გამოძიების საბოლოო შედეგს. ამასთან ერთად, მეცნიერების და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ არის მოცემული და დადებული, ამ ბუნებრივი კატასტროფის გამომწვევი მიზეზები და არსებობს ისეთი საპარლამენტო მექანიზმები, როგორიც არის ინტერპელაცია. ყოველ შემთხვევაში, გამოძიება დაწყებულია, მიცემული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და თუ გამოძიება აჩვენებს, რომ სხვა მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება რეალურ ფაქტებზე და არა ვიღაცის სურვილებზე ამ გამოძიების შესაძლო გადაკვალიფიცირება ამა თუ იმ მიმართულებით" , - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დღის ამბები