26 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
შოვში სტიქიის ეპიცენტრის მთავარ ლოკაციაზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა - დღეიდან იგეგმება მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა

შოვში სტიქიის ეპიცენტრის მთავარ ლოკაციაზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ეს ტერიტორია სრულად გადამოწმდა. დღეიდან იგეგმება მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 26 ადამიანი. შვიდ პირს ამ დრომდე ეძებენ.

მუშაობას კვლავ აგრძელებს ცოცხალი ძალა - სამაშველო სამსახურის 400-ზე მეტი თანამშრომელი და 200 სამხედრო მოსამსახურე.

„დღის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ გლოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გავმართავთ, რა დროსაც, ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ისაუბრებენ იმ გარემოებებზე, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული სტიქია, ასევე, იმაზე, თუ რა გააკეთეს, რაზე იმუშავეს, რა ეტაპზე არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და გასცემენ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც იქნება ადგილობრივი მოსახლეობისგან დასმული.

რაც შეეხება სამუშაოებს, სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, სამუშაოები გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტში, მათ შორის, სამუშაოები გრძელდება მძიმე ტექნიკის დახმარებით და მომდევნო დღეებშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება,“ - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი.

 

დღის ამბები