26 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა, გარდაიცვალა

გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა. 

როგორც თვითმხილველები ყვებიამ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მეგობრები ზღვაში სკუტერით შევიდნენ. 

ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"მეგობრები ერთად იყვნენ შესულები ზღვაში, სკუტერით, ერთ-ერთი მათგანი გადახტა სკუტერიდან, მეორე მეგობარმა ვერ დაინახა და სამწუხაროდ, გადაუარა," - ჰყვება თვითმხილველი. 

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისიტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

დღის ამბები