26 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელს, იესპერ მოლერს უმასპინძლა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველმყოფი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების დაგეგმვა.

იესპერ მოლერი მიესალმა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს და გამოხატა UNICEF-ის მზადყოფნა, ჩაერთოს ამ მხრივ სამომავლო ძალისხმევაში. თავის მხრივ, ნიკო თათულაშვილმა წარმატებები უსურვა იესპერ მოლერს საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლის რანგში საქმიანობაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოში UNICEF-თან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით წარმატებულ თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე, ბავშვთა უფლებების მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტებზე. ამასთანავე, საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზაობა ერთობლივი საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების შესახებ.

დღის ამბები