შოვში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ჯერჯერობით მონაცემები არ შეცვლილა, მაშველები და სამხედროები 7 დაკარგულს ეძებენ.
დამუშავებულია სტიქიის ზონის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი - 90%-ზე მეტი, მაშველებმა და სამხედროებმა უკვე დაათვალიერეს.
სტიქიის ზონაში იმყოფება "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძე ადგილზე ვითარებას ეცნობა.