26 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტს მსოფლიო მედია ეხმაურება

Black sea arena-ზე მომხდარ ინციდენტს მსოფლიო მედია ეხმაურება. "სტვენა და პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვება მას შემდეგ, რაც ქილერსმა ქართველ აუდიტორიას უთხრა, რომ რუსი მათი ძმაა" - ამ სათაურით აქვეყნებს "გარდიანი" ვრცელ სტატიას.

კონცერტის ბოლოს მსმენელთა შორის შერჩეული რუსი დრამერის სცენაზე აყვანას დარბაზში შეკრებილი აუდიტორიის მხრიდან ნეგატიური შინაარსის შეძახილები მოჰყვა - ნათქვამია სტატიაში.

ინციდენტზე წერს "ბიბისიც". პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მუსიკალურმა ჯგუფმა მსმენელებს შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოუხადა. ჯგუფის ქმედებას განიხილავს გამოცემა ინდეფენდენტიც.

"ქართველი ხალხი უკრაინას უჭერს მხარს" - ნათქვამია სტატიაში.

დღის ამბები