საზღვრის არალეგალური კვეთის მზარდი მცდელობების ფონზე, ლატვია ბელარუსთან საზღვარზე არმიას აგზავნის - ამის შესახებ ბრძანება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეცემ გასცა.
ლატვიის სასაზღვრო დაცვა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში, საზღვრის უკანონო კვეთის 96 შემთხვევა დაფიქსირდა.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად სასაზღვრო დაცვის ოფიცრებიც გამოიწვიეს შვებულებიდან.
ლატვიის სასაზღვრო დაცვის თქმით, მათ აქვთ "ინფორმაცია ჰიბრიდული საფრთხეების შესაძლო ზრდის შესახებ".
ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ არალეგალური იმიგრანტების ნაკადის ორგანიზებაში ბელარუსი ოფიციალური პირების მზარდი ჩართულობაა დაფიქსირებული.