26 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
უკრაინაში კრემლის სამიზნე პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქი ლვოვი აღმოჩნდა

ომის დაწყებიდან 538-ე დღეს კრემლის სამიზნე პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქი ლვოვი აღმოჩნდა. მოსკოვმა საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა. შედეგად, 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

საოკუპაციო ძალების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა ლუცკში, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა. კრამატორსკში კი რუსულ ბომბებს ერთი ადამიანი შეეწირა. იერიშები იყო ჩერკასის რაიონსა და დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქშიც. ოკუპანტებმა ბოლო 24 საათში უკრაინის 7 ოლქი დაბომბეს

რთულია ვითარება ფრონტის ხაზზე - უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე შეტევით ოპერაციას, ავდიივკასა და მარიინკას მიმართულებებზე კი რუსული ჯარის შეტევების მოგერიებას განაგრძობენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მხოლოდ დღეს ფრონტზე რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის 16 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ტანკების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და არტილერიის გამოყენებით.

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში ისევ ჩავიდა. დონეცკის ოლქში ვოლოდიმირ ზელენსკიმ რვა ბრიგადის სამეთაურო პუნქტები მოინახულა და ბრძოლის ველზე მყოფ სამხედროებს შეხვდა.

ამერიკის გარდა, უკრაინის დახმარებას განაგრძობს სხვა ქვეყნებიც. კიევი ევროპელი მწარმოებლებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემას და ახალი თაობის დრონებს მიიღებს. შვედეთი კი ომში მყოფი ქვეყნისთვის 314 მილიონ დოლარამდე სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს.

დღის ამბები