26 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
შოვი მომხდარი ტრაგედიის გამო პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ამორალური და სპეკულაციური პარტია ”საქართველოსთვის” წევრებისთვის ”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაა. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ სწორედ გიორგი გახარიას გუნდის უარის გამო დგას. ოპოზიციის ამ ნაწილისთვის დროებითი კომისიის შექმნა ფარსია. პარტია ”საქართველოსთვის” წევრები დარწმუნებულია არიან, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მიზანი შოვში მომხდარ ტრაგედიაზე არა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, არამედ პოლიტიკური სარგებლის მიღებაა.

გიორგი გახარიას გუნდის ბრალდებები ”ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს უპასუხოდ დატოვა. საგამოძიებო კომისიის ინიციატორებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ დროებითი კომისიის შექმნისთვის პარლამენტში საჭირო 50 ხმას მოაგროვებენ. ამას გარდა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქცია კომისიის შექმნის გარდა კიდევე ერთი მოთხოვნით გამოდის და ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრს იბარებს.

ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნები სახელისუფლებო გუნდისთვის შოვის ტრაგედიის პოლიტიკურ დღისწესრიგზე მორგების მცდელობაა. ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს და შინაგან საქმეთა მინისტრიც პარლამენტში მივა. მმართველი პარტია ოპონენტებისგან მეტ კომპეტენტურობას ითხოვს

საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის განმარტებები არასაკმარისია, შესაბამისად ინტერპელაციის მომხრეებიც არიან და საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ახლა ბარიერი ოპოზიციურ ფლანგზე ერთობაც გახდა.

პარლამენტში დამატებითი კომისიის შექმნის საჭიროებას საზოგადოებაში მხოლოდ აჟიოტაჟის გამოწვევის სურვილით ხსნიან საპარლამენტო უმრავლესობაში და ამის დასტურად ის ფაქტიც მოჰყავთ, რომ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ჯერ შედეგები ცნობილი არ არის.

შოვში ტრაგედია 3 აგვისტოს დატრიალდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი მომხდარი პოლიტიკური ურთიერთ ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ სტიქია და მისი შედეგები გახდა.

დღის ამბები