26 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
სიონის ტბიდან მოზარდის ცხედარი ამოასვენეს

სიონის ტბიდან გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი ამოასვენეს - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

მოზარდის ცხედრის ამოყვანა მაშველებისა და მყვინთავთა ჯგუფის დახმარებით მოხერხდა.

უწყების ცნობით, შეტყობინება მოზარდის გაუჩინარების შესახებ მათთან დღეს შევიდა.

შეგახსენებთ, რომ სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს 18:05 საათიდან ეძებდნენ - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს ინფორმაცია თვითმხილველმა მიაწოდა.

როგორც თვითმხილველმა "რუსთავი2"-ს უთხრა, მოზარდი ტბის საშიშ ზონაში მოხვდა და ჩავარდა. მოქალაქეები დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მისი ამოყვანა ვერ მოახერხეს.

დღის ამბები