26 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ლენტეხის მერიის შენობაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ლენტეხის მერიის შენობაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული შეიარაღებული მივიდა მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა. შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი.

სასამართლომ ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები