26 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
ოპოზიცია ომებითა და ტრაგედიებით ცხოვრობს, ეს არის მათი სტილი - გურამ მაჭარაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ომებითა და ტრაგედიებით ცხოვრობს და ცდილობს ეს ყველაფერი ხელისუფლების უკანონოდ დასამხობად გამოიყენოს.

მაჭარაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა აჟიოტაჟის შექმნის მორიგი მცდელობაა, რაზეც ოპოზიციის შიგნითაც კი, არ აქვთ ერთიანი პოზიცია.

"რადიკალური ოპოზიცია ცხოვრობს ომებითა და ტრაგედიებით, ანუ თუ ომი ან ტრაგედია არ არის ისე არავის არ ახსოვს ეს ხალხი, თვითონაც კარგად იციან და როგორც კი ტრაგედია მოხდება ან უნდათ, რომ რამენაირად ომი იყოს ამ შემთხვევაში, გაცოცხლდებიან ხოლმე და ამბობენ ხოლმე - ახლა ჩვენ უკანონოდ დავამხოთ ხელისუფლება. ეს არის მათი სტილი. აქედან გამომდინარეობს საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაც, რომელიც თავად ოპოზიციაშიც არ არის ერთიანი პოზიცია. თავად ის ფაქტი, რომ ჯერ თვითონაც არ იციან საფუძველი რა შეიძლება იყოს ამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის, მაშინ, როდესაც მოკვლევა დაწყებულია და უწყების ხელმძღვანელებმა ეს განაცხადეს ბუნებრივია, რომ მათ ერთადერთი არგუმენტი აქვს, ეს არის მათი მხრიდან გარკვეული აჟიოტაჟის შექმნა. შინაგან საქმეთა მინისტრს არაფერი აქვს დასამალი, ის და მისი უწყება ძალიან მაღალ დონეზე იდგა და დგას. ვახტანგ გომელაურს, პარლამენტში მოსვლაზე არასდროს არ ქონია პრობლემა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები