26 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
სტიქიის შედეგად დაზიანდა მილები, წყალმომარაგება დღეს, დღის ბოლომდე აღდგება - ონის მერი

შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 10-ზე მეტ ლოკაციაზე გრძელდება, მათ შორის მდინარეების კალაპოტებში. დღესვე გლოლაში ორ დაღუპულს, გენადი სულთანიშვილს და სოფო ბაკურაძეს დაკრძალავენ. 

ონის მერის სერგო ხიდაშელის განცხადებით, დღის ბოლომდე სოფელ გლოლას წყლის მიწოდება აღუდგება.

"გაფართოვდა სამძებრო სამუშაოების არეალი. სტიქიის ზონაში დააახლოებით 20-25%-ია დარჩენილი, რომელიც გადასამოწმებელია. სტიქიის შედეგად დაზიანდა მილები, წყალმომარაგების კომპანიის დახმარებით კი დაგეგმილია, რომ დღეს, დღის ბოლომდე წყალმომარაგება აღდგება," - აღნიშნა ონის მერმა. 

დღის ამბები