უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - იერიშები იყო დნეპროპეტროვსკის, ლვოვის და ჩერკასის რაიონებში. ლვოვში რუსები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს. დაზიანებულია შენობები.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად ლუცკში სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. დაიბომბა კრამატორსკი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
"დღეს დილიდან დონეცკის ოლქში, ჩვენი საბრძოლო ბრიგადების პოზიციებზე ვიყავი. ვესაუბრე მათ ფრონტის საჭიროებებზე. მნიშვნელოვანია უშუალოდ მეომრებთან ომის გამოცდილების შესახებ საუბარი. დღეს ჩვენ გვქონდა დეტალური, გულწრფელი საუბრები. ვისაუბრეთ ჩვენს შეტევაზე, ჯარზე, მეთაურების შესაძლებლობებზე, დაჭრილების ევაკუაციაზე და გადაყვანის დროზე.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სისტემის ყველა თანამდებობის პირმა სწორად აღიქვას სიტუაცია, რომელიც არის ფრონტის ხაზზე. თვითმფრინავები სახარჯო მასალაა და უნდა იყოს იმდენი, რამდენიც ჩვენს მეომრებს ჭირდებათ. ამ სფეროში ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ნაადრევია იმის თქმა, რომ საკმარისს ვაკეთებთ.
მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს ახალი საბრძოლო მასალებისთვის. მადლობა ყველას ვინც მუდმივად გვეხმარება," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.