26 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარების მოცულობაში შემცირების ბოლო ვადად 24 აგვისტოს ასახელებს - დარღვევის შემთხვევაში განხორციელდება დემონტაჟი

თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარების მოცულობაში შემცირებაზე საუბრობს, რომ ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. თუ საკითხი 24 აგვისტომდე არ მოწესრიგდება, მერიის სამსახურები დემონტაჟს განახორციელებენ.

დედაქალაქის მერმა დავალება მუნიციპალურ ინსპექციას მთავრობის სხდომაზე მისცა.

"ღია კაფეები, რაც არის, მოცულობა უნდა შემცირდეს, იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და პრობლემას არ წარმოადგენდეს თუნდაც ქვეითად მოსიარულეებისთვის, სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვის, თუნდაც სახანძრო ავტომობილებისთვის და ა.შ.

დღეის მდგომარეობით, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა იმისთვის, რომ მოეწესრიგებინა თავისი სივრცე და კაფე-ბარების არეალი, რაც ძალიან ცუდია. ეს გონივრული ვადა უკვე მთავრდება და დასასრულს უახლოვდება. თუ არ იქნება მოწესრიგებული აღნიშნული სივრცეები, კანონის ფარგლებში ჩვენი შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია თავად განახორციელებს აღნიშნულის დემონტაჟს. გეძლევათ უფლება და გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას 24 აგვისტომდე,"  - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები