26 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
საუკუნის ყველაზე მომაკვდინებელი სტიქია აშშ-ში - ჰავაიზე მსხვერპლი იზრდება

საუკუნის ყველაზე მომაკვდინებელი სტიქია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში - 96 გარდაცვლილი და ასობით დაკარგული - ჰავაიზე მსხვერპლი იზრდება. ლაჰაინა, ოდესღაც ჰავაის სამეფო დედაქალაქი, ახლა კრემატორიუმს ჰგავს. ცნობილ კურორტს უკვე უწოდეს ცხედრების ქალაქი. ვარაუდობენ, რომ დაღუპულების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ათობით ნაპოვნი ცხედრიდან მხოლოდ ორის ამოცნობა მოხერხდა. ხანძრისგან განადგურებულ ქალაქ ლაჰაინაში ჯერ მხოლოდ ტერიტორიის სამი პროცენტია გაწმენდილი. განადგურებული და დაზიანებულია ათასობით შენობა. წინასწარი შეფასებით, ზარალმა 6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ინტერნეტში ვრცელდება კადრები თუ როგორ შეაფარეს ოკეანის წყალს თავი ადგილობრივებმა. ისინი საათების განმავლობაში ელოდებოდნენ ვერტმფრენებით ევაკუაციას. ხანძრიდან თითქმის ერთი კვირის თავზე, კრიტიკული კითხვები ისმის თუ რატომ არ გააქტიურდა განგაშის სიგნალი მაშინ, როცა ჰავაის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამაფრთხილებელი სირენების გარე სისტემა აქვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ გაქცევისთვის დრო უკვე აღარ ჰქონდათ.

ადგილობრივი მთავრობა ადასტურებს, რომ კუნძულ მაუიზე მასშტაბურ ხანძრამდე გამაფრთხილებელი სირენები არ ჩაირთო, ფაქტს ახლა გენერალური პროკურატურა იძიებს.

დღის ამბები