ჭავჭავაძეების ისტორიული მამული ტრადიცული ფესტივალისთვის ემზადება. წინანდალში 10 დღის განმავლობაში თავს კლასიკური მუსიკის შემსრულებლები და მოყვარულები მოიყრიან.
მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას სტუმრების წინაშე წარსდგება პან კავკასიური ორკესტრიც, რომელიც 7 ქვეყნის 77 მუსიკოსს აერთიანებს.
პირველი რეპეტიცია უკვე ჩატარდა, წინანდლის მამული კი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 31 აგვისტოდან ელოდება.