26 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ახალშობილი, რომელიც იტალიაში ნაგვის ურნასთან ძაღლმა იპოვა, კლინიკაშია გადაყვანილი - ბავშვის მშობლები საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ

ახალშობილი, რომელიც იტალიაში ნაგვის ურნასთან ძაღლმა იპოვა, ჯანმრთელია და მას ქალაქ ტარანტოს კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება. ბავშვის მშობლები საქართველოს მოქალაქეები არიან. "კურიერი" მათ ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ 23 წლის ქალმა დროებით საცხოვრებელ სახლში იმშობიარა და ჩვილი დაბადებიდან რამდენიმე საათში ქუჩაში დატოვა. ჩანთაში ბავშვთან ერთად ნახეს სათამაშოებიც.

ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ძაღლი ნაგვის ურნისკენ გაიქცა და იქვე დაგდებულ მუყაოს ყუთთან გაჩერდა, რის შემდეგაც მისმა მეპატრონემ ყუთში ახალშობილი ნახა.

ამჟამად კლინიკაშია ახალშობილის დედაც. 23 წლის ქალს ბავშვი ჯერ არ უნახავს. ის თავს სუსტად გრძნობს და როგორც ექიმები ამბობენ, დეზორიენტირებულია. ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ქართველი წყვილის იდენტიფიცირება პოლიციამ მიმდებარე კამერების გაშიფვრის შემდეგ მოახდინა. მოკვლევის და მშობლების დადგენის შემდეგ გაირკვა, რომ ახალშობილის დედას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. საქმის შესახებ უკვე ინფორმირებულია იტალიაში საქართველოს საელჩო.

დღის ამბები