სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალეკსანდრ ვუჩიჩი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კურორტ შოვში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის დროსაც ბევრი ადამიანი დაიღუპა. სერბეთის მოქალაქეების და ჩემი სახელით, ნება მომეცით, მოგისამძიმროთ თქვენ და დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“ - ნათქვამია სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის წერილში.