26 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
როგორც გუნდი და ბატონი პრემიერი გადაწყვეტს ისე იქნება, მაგრამ ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა - გომელაური თანამდებობიდან წასვლაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, მისი თანამდებობიდან გადაყენებაზე საუბარი გუნდის შიგნით არ ყოფილა.

მისი თქმით, პოზიციის მხრიდან, არაერთხელ ყოფილა მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე საუბარი, მაგრამ ის უკვე 9 წელია თანამდებობას ინარჩუნებს :

"ჩემი თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ... მაგრამ არაფერი არ განიხილება. დაახლოებით, 9 წელია, თანამდებობაზე ვარ და ოპოზიციის მხრიდან 100-ჯერ მაინც ვარ გადაყენებული. როგორც გუნდი და ბატონი პრემიერი გადაწყვეტს, ისე იქნება, მაგრამ ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები