ომის 537-ე დღე უკრაინაში - ქვეყანაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ოდესასა და ზაპოროჟიეში აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსმა სამხედროებმა, ოდესაზე დრონებითა და რაკეტებით შეტევა მიიტანეს. დაშავდა 3 ადამიანი.
თავდასხმა იყო ზაპოროჟიეზეც. დაიღუპა 2 პირი, არიან დაშავებულები. დაიბომბა სუმის ოლქის 9 დასახლება. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. იერიშები იყო ხარკოვშიც, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაღუპულთა რიცხვი 7-ამდე გაიზარდა ხერსონში, მათ შორის ორი ბავშვია.
"რუსი ოკუპანტები სასტიკად დაესხნენ თავს ხერსონის რაიონს. არიან დაშავებულები. დილის 4 საათზე დაბომბეს სოფელი ველეტენსკე. სახლს ცეცხლი გაუჩნდა რის შედეგადაც მძიმე დამწვრობა მიიღო ერთმა ადამიანმა, რომელიც ამჟამად რეანიმაციაშია. დილის 9 საათზე ოკუპანტები თავს დაესხნენ სოფელ შიროკა ბალკას არტილერიის გამოყენებით. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის იყო 22 დღის გოგონა, მისი 12 წლის ძმა საავადმყოფოში გადაიყვანეს,თუმცა ვერ გადაარჩინეს, გარდაიცვალა მათი 39 წლის დედაც. არ არსებობს დღე რომ რუსულმა ბოროტებამ არ მიიღოს ჩვენი სამართლიანი საპასუხო მოქმედება. ყველა განადგურებული ოკუპანტი, დამწვარი რუსული ტექნიკა, ცეცხლი მათი შტაბში და სხვა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ რუსეთის არცერთ დანაშაულს არ ვტოვებთ უპასუხოდ.მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ხარკოვიდან ხერსონამდე თითოეულ ჩვენს მეომარს აქვს შესაძლებლობა, სამართლიანობა დაამყაროს უკრაინაში", - აღნიშნა ზელენსკიმ.