მესამე დღეა, ჰავაიზე მოქალაქეები თავიანთ ნათესავებს ეძებენ. ხანძრის შემდეგ, ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე მათი ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
იძულებით გადაადგილებულ ლაჰანიას მცხოვრებლებს ხანძრის შემდეგ პირველად მიეცათ სახლში დაბრუნების საშუალება, მაგრამ იქ საცხოვრებლის ნაცვლად ფერფლი და ნანგრევებია. ქალაქის გუბერნატორი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დაბინავების პროგრამას ამოქმედდება და მათ სასტუმროებში შეასახლებენ. დაზარალებულების ჰავაის მცხოვრებლები ეხმარებიან როგორც ფულადი შემოწირულებებით, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთებით. შტატის დედაქალაქ ჰონოლულუში, სპეციალურად შექმნილ შტაბში, ხალხი ტანსაცმელსა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებს ტოვებს. შემოწირულების აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, შეგროვებული საქონელი მომავალი კვირის დასაწყისში მაუიზე გადაიგზავნება.
მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი ჰავაიზე 93-მდე გაზიარდა. შტატის გუბერნატორმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მსხვერპლის გაზრდა ივარაუდა.
მაუის დასავლეთით გავრცელებული სტიქიის ზონის 80- პროცენტს ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები აკონტროლებენ. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაციის საჭირო აღარ არის.
კუნძულ მაუის ხანძარი ყველაზე მასშტაბურ ბუნებრივ კატასტროფად აღიარეს ჰავაის შტატის ისტორიაში, რომელმაც გადააჭარბა 1960 წელს მომხდარ ცუნამის და 61 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, ლაჰაინას აღსადგენად, დაახლოებით 5 მილიარდ-ნახევარ დოლარია საჭირო. ხანძრის შედეგად დაზიანდა და განადგურდა 2200-ზე მეტი ნაგებობა. დაიწვა 850 ჰექტარი ტერიტორია.